საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი დამატებით 120 მილიონი ლარს გამოყოფს
დღეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების
შესახებ მოლაპარაკებებს გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის
მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით
ბაქრაძე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ევროპის სამეზობლო
პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის 120 მილიონი ლარის (50 მილიონი ევრო)
ოდენობის საფინანსო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში
იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,
ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ
დანელია. ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანს სურსათის უვნებლობისა და
ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის
მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.
სოფლად სიღარიბის დაძლევისთვის, ENPARD-ის პროგრამა მთავრობას სოფლის
განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მასთან,
ქალაქისა და სოფლის თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
ENPARD-ი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სამთავრობო პროგრამების
ხელშეწყობას და აჭარასა და აფხაზეთში სოფლის განვითარების საპილოტე
პროგრამების პირდაპირ დახმარებას უზრუნველყოფს. ENPARD-ის ახალი ფაზა
წარსულ გამოცდილებას ეფუძნება. პირველი ფაზის ფარგლებში დაწყებული
სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირება, მათი ინსტიტუციონალური
გაძლიერება და მცირე ფერმერთა ქმედითუნარიანობის ამაღლება, მათი
კოოპერაციის ხელშეწყობისა და ტექნიკური დახმარების გზით,ამჟამადაც
ხორციელდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ENPARD-მა ხელშესახებ შედეგებს მიაღწია:
ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული 1000-მდე სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივი ფერმერებს წარმოებისა და ტექნიკით სარგებლობის ხარჯებს
მკვეთრად უმცირებს. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში დაფუძნებული
52 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო
ინფორმაციაზე წვდომასა და გადამზადების საშუალებას აძლევს
პერსპექტივაში,სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო ეფექტიანი უწყება
გახდება, რაც სექტორში უკეთესი პოლიტიკის გატარებას და ფერმერთა მეტად
დახმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები