სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ ნინსიას პროვინციის სენმიაოს
საერთაშორისო სადემონსტრაციო შატოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალში
მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებთან ერთად
ნინსიას პროვინციის გუბერნატორი და პარტიული ხელმძღვანელობა
იმყოფებოდა. შატოს მასშტაბურ საგამოფენო სადემონსტრაციო სივრცეში
საქართველოს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი
ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანას წამყვანი საგამოფენო სტენდები
დაეთმო. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ნინსიას სადემონსტრაციო
მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სხვადასხვა ჯიშებისაგან
დამზადებული ღვინის ნიმუშები,ბანერები, ბროშურები, ილუსტრაციები და
სხვადასხვა ეროვნული მატერიალური თვალსაჩინოებანი.
საგამოფენო სტენდებზე განთავსებული იყო აგრეთვე სს „სარაჯიშვილი“-ს,
სს “ბაგრატიონი 1882“-ს, შპს „ქინძმარაულის ღვინის მარანი“-ს მიერ
წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი.
აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას
დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია წარმოდგენილი ნიმუშების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ
მოინახულა აგრეთვე ნინსიას სატყეო ინსტიტუტის ლაბორატორიები, ვაზისა
და გოჯიბერის (Wolfberry) საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და სხვა.
შეხვდა მრავალპროფილიანი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების
თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას.
ჩინურმა მხარემ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა გოჯი
ბერის(Wolfberry) ნაყოფის მომცემი ხუთი ჯიშის in-vitro მცენარეები,
საქართველოში საცდელი მიზნებით გასამრავლებლად. ჩინური მხარის თხოვნით
მომავალში, საგამოფენო სადემონსტრაციო საქართველოს ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული
პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები