საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში
კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების
მიღებას შეძლებს.
პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს
პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. სუბსიდირების თანხა 1
ჰა-ზე 180 ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებს შიდა ქართლისა და
კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი
კულტურები 1-16 მაისს, ძლიერი სეტყვის შედეგად დაუზიანდა. დაზარალებულ
ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების
საფუძველზე მოხდება.
სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას
შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების
აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს
პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით
შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო- სამეურნეო ყველა იმ
მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის
პროგრამაში არიან ჩართულნი. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.
მოსახლეობის ხელშეწყობისა და ზარალის რისკების შემცირების მიზნით,
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში
ჩართვას სთავაზობს.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პროექტის
ფარგლებში
ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული
დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით
გათვალისწინებულ ყველა
კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე
არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე
10%-ით მეტი იქნება.
R
მასალის გამოყენების პირობები