ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში
საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581031 ბოთლი
(0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ
მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9. მლნ აშშ
დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე
პერიოდის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი
ხუთეული ასე გამოიყურება:
1. რუსეთი - 5925933ბოთლი;
2. უკრაინა -1488737 ბოთლი;
3. ყაზახეთი- 1 281 100ბოთლი;
4. ჩინეთი - 779425 ბოთლი;
5. პოლონეთი - 682 522ბოთლი.
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ
ქვეყნებში: რუსეთი - 84% (5925933), უკრაინა - 70% (1488737), ჩინეთი
- 58% (779425), პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183636),
ყირგიზეთი - 171% (107646), გერმანია - 23% (104950), ბელარუსი - 31%
(134120), დიდიბრიტანეთი - 72% (50128)დასხვა.
ამასთან, მსოფლიოს 11ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75
ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს
აღწევს.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი
ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა
შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს
შეადგენდა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები