კოოპერატივების ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის ინიციატივა კახეთში
არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ პროგრამის ფარგლებში, ახალ ინიციატივას იწყებენ.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ და გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით. აღნიშნული ინიციატივა ეხება იმ რეგისტრირებულ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი და ნინოწმინდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: იურიდიულად რეგისტრირებული, მოქმედი ბიზნეს ერთეული, რომელსაც გააჩნია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი (დოკუმენტალური მტკიცებულება აუცილებელია); ამჟამად ფუნქციონირებს ზემოთ აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში; შეუძლია მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობა
ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის 15 ივლისიდან მერსი ქორფსი-ს ვებ-საიტზე: www.mercycorps.ge
შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი.
სააპლიკაციო ფორმა უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.
საგარეჯოსა და გურჯაანში პროექტით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 22 ივლისს 12:00 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ხოლო ყვარელში 23 ივლისს, 12:00 საათზე გამგეობის შენობაში ჩატარდება.
პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები