ეკონომიკა
გიორგი სამანიშვილი - კახეთში 135 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული [R]
კახეთში „რთველი 2015“ თითქმის დასრულდა. რამდენი ტონა მოსავალი მოვიდა რეგიონში, რით იყო გამორჩეული წლევანდელი რთველი და რა გეგმები აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სამომავლოდ? - ამ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარე და რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი გვესაუბრა. - რით განსხვავდებოდა ეს რთველი წინა წლებისგან, რა პლიუსები და მინუსები ჰქონდა „რთველი 2015“-ს? - ყურძნის დიდი მოსავალი მოვიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, წელს მოთხოვნა ნაკლები იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, არის ის, რომ ღვინის ექსპორტი 2014 წელთან შედარებით შემცირდა. გასულ წელს ღვინის კომპანიებმა გაცილებით მეტი ყურძენი შეისყიდეს, ვიდრე გაყიდეს. ამიტომაც, როგორც თეთრ, ისე წითელ ყურძენზე ფასმა დაიკლო, თუმცა აქაც სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, გადამუშავების პრობლემა გადაწყდა. - სულ რამდენი ტონა გადამუშავდა და რა თანხა შეადგინა? - დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა, რომელიც შეადგენს 135 000 ტონამდე. მოსახლეობაში კი 95 მლნ ლარამდე თანხა შევიდა. - როგორც ვიცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ყურძენი გვიან დამწიფდა და რთველი ამჟამადაც მიმდინარეობს. მუშაობს თუ არა საკოორდინაციო შტაბი კახეთში და ხომ არ შეექმნება ყურძნის ჩაბარების პრობლემა ამ სოფლების მოსახლეობას? - შტაბი კახეთში გაიხსნა აგვისტოს ბოლოს და დღესაც მუშაობს. სანამ ბოლო კილოგრამი ყურძენი არ გადამუშავდება, შტაბი ღია იქნება თელავსა და გურჯაანში. ამასთან ღია იქნება სახელმწიფო ქარხნები. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურმა რთველმა რაჭაში გადმოინაცვლა და შტაბი აქაც გაიხსნა, კახეთში ყურძნის კრეფა სანამ არ დასრულდება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რთვლის საკოორდინაციო შტაბი ჩართული იქნება ამ პროცესში. მინდა გითხრათ, რომ რაჭის პარალელურად საქართველოში შტაბი კიდევ ორ ადგილას არის. - აქვე გკითხავთ, სახელმწიფო რაჭაში რა ფასად შეისყიდის ყურძენს და მთლიანობაში რამდენ ტონა მოსავალს ელოდებით? - რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ჩაბარებულია 600 ტონაზე მეტი ყურძენი.ამ რეგიონში ყველაზე მეტად გამორჩეულია ყურძნის ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული, რომლისგანაც მზადდება ყველაზე ცნობილი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“. „ხვანჭკარაზე“ არის უფრო მეტი მოთხოვნაც და შესაბამისად, - ფასიც. აქედან გამომდინარე, ალექსანდროულს და მუჯურეთულს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები ჩაიბარებენ 5 ლარად. თუმცა, აქვე მოჰყავთ სხვა ჯიშები: ძელშავი და რაჭული თეთრა. თეთრი ყურძნის გადამუშავება რაჭაში, ძირითადად, ოჯახებში ხდება, ძელშავიც ადგილზე იწურება ხოლმე, თუმცა თუ ჩასაბარებელი დარჩა ყურძენი,თეთრასაც და ძელშავსაც ჩაიბარებს სახელმწიფო, მაგრამ 70 თეთრად. ზოგადად, მოსავლიანობას რაც შეეხება, ამბროლაურის რაიონში, ე.წ. ხვანჭკარის ზონაში,პროგნოზირებენ, რომ სადღაც 800-დან 1000 ტონამდე ყურძენი დაიკრიფება. აქვე აღსანიშნავია, რომ ფასიდან გამომდინარე, ამ რეგიონში ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება. - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები თითქმის ყველა ქალაქში მოაწყო. გაამართლა თუ არა ამ პუნქტების მოწყობის იდეამ და აპირებთ თუ არა მომავალშიც გააგრძელოთ ეს პრაქტიკა? - ზუსტ რაოდენობას ვერ დავაკონკრეტებ, რამდენი გასაღდა ამ პუნქტების მეშვეობით, მაგრამ რთვლის დასრულების შემდეგ, გავაკეთებთ საერთო ანალიზს და ციფრებს დავაზუსტებთ. ზოგადად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენი გავიდა კახეთიდან ამ ბაზრობებზე, რომელიც კერძო პირებმა შეისყიდეს. მოგეხსენებათ, გასულ წელთან შედარებით, წელს მოსავალი 20-30 პროცენტით მეტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით 10 000 ტონით მეტი გადამუშავდა, მოსახლეობამ ეს ყურძენი მაინც ძირითადად ე.წ. საოჯახო ღვინის წარმოების მიზნით შეისყიდა. ასეთმა ბაზრობებმა, რომლებიც თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში მოეწყო, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ყურძნის გაყიდვის პროცესს. ვფიქრობ, რომ კარგი პრაქტიკაა და მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ მსგავი პუნქტების მოწყობას. - რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, რა მდგომარეობა გვაქვს დღევანდელი მონაცემებით? ვიცით, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრების ნაწილობრივ დაკეტვის შემდეგ ალტერნატიული გზების მოძიება ხდება. - სახელმწიფო არამხოლოდ ცდილობს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, არამედ ხელს უწყობს კერძო სექტორს და ზოგადად, დარგი მთლიანად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. მიზანი გასაგებია, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ რეგიონზე. მაგალითად, რუსეთის და უკრაინის ბაზრები ძალიან კარგია, ბევრი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ცდილობს, რომ შევიდეს ამ ბაზარზე მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის სტაბილური ბაზრები. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიდეს ქართული ღვინო, რათა უფრო სტაბილური იყოს ექსპორტი და შესაბამისად, ფასებიც. ამ მიმართულებით საექსპორტო ბაზრების სათავეში მაინც რჩებიან რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა, თუმცა ხუთეულში უკვე არის ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყანა-პოლონეთი, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის ძალიან კარგია. ამ მიმართულებით, გაგრძელდება მუშაობა და ზოგადად დარგი ჩართულია, რომ სხვა პოტენციურ ბაზრებზე გაიზარდოს გაყიდვები. გაისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს დაემატება იაპონია და ბალტიის ქვეყნები, სადაც კერძო სექტორთან ერთად უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობებს განვახორციელებთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 38 °C
img
საგარეჯო 22 / 36 °C
img
დ.წყარო 22 / 32 °C
img
სიღნაღი 22 / 39 °C
img
ლაგოდეხი 21 / 34 °C
img
ყვარელი 22 / 38 °C
img
თელავი 21 / 36 °C
img
ახმეტა 20 / 37 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.