ლალი მეხრიშვილი
დედოფლისწყაროში, წინასააარჩევნო პერიოდის მსგავსად, არჩევნების მომდევნო დღეებიც დაძაბულობით გამოირჩეოდა. "ქართული ოცნებიდან" აქ კენჭს ალექსი თამაზაშვილი იყრიდა, რომლის მამაც, თამაზ თამაზაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრით, პოლიტიკური პატიმარია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პარტიამ ხმების 51 % აიღო, ისინი დედოფლისწყაროს ზოგიერთ უბანში კერძოდ: საბათლოს, სამრეკლოსა და ზემო მაჩხაანის უბნებზე მაინც მოითხოვდნენ ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან მათი მტკიცებით აქ არჩევნები გაყალბდა. ს
წორედ ამიტომ `ქართულმა ოცნებამ~ #14 საარჩევნო ოლქის წინ აქცია გამართა და კომისიის წევრებისთვის სირცხვილის კორიდორი მოაწყო. შეგახსენებთ, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა ხმების 49,6% დააგროვა, ხოლო `ქართული ოცნების~ კანდიდატმა ალექსი თამაზაშვილმა _ 47,4%. დედოფლისწყაროს #14 საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ხმების დათვლის შედეგად მონაცემები არ შეცვლილა. რაც შეეხება დარღვევებს, სოფელ საბათლოში კომისიის წევრები ამომრჩევლებს ავალდებულებდნენ, შემოხაზული ბიულეტენი მათთვის ეჩვენებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეგდოთ საარჩევნო ყუთში. „ჩემი და საბათლოს მაცხოვრებელია. დამირეკა და მითხრა, რომ ხმა `ნაციონალებს~ მისცა, რადგან კომისიის წევრებმა დაავალეს შემოხაზული ბიულეტენი მათთვის ეჩვენებინა," _ გვითხრა ანაიდა ნერსესოვამ.
აღნიშნული ფაქტი `სამართლიანი არჩევნების~ დედოფლისწყაროს კოორდინატორმა ვენერა ქუსიკაშვილმა გაასაჩივრა. როგორც მან `სპექტრთან~ საუბარში განმარტა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ხელთ აქვს. ამ ფაქტის გამო მან დედოფლისწყაროს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან საოლქომ მაჟორიტარულის და არც პროპორციულის შემაჯამებელი ოქმები ჩაიბარა, რომლებსაც ბეჭედი არა აქვს. პროპორციული არჩევნები დედოფლისწყაროში `ქართულმა ოცნებამ~ დიდი უპირატესობით მოიგო, მაჟორიტარულში კი `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატმა, ზაზა კედელაშვილმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსი თამაზაშვილი დამარცხდა, ის დეპუტატი მაინც გახდება, რადგან "ქართული ოცნების" სიის ოცეულშია.
მასალის გამოყენების პირობები