არჩევნები 2015
"ჩემი ხმა ჩემი ნებაა და ვინც მინდა, იმის ნომერს შემოვხაზავ"
თამარ კაპანაძე
29 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები, ჩალაუბნის შინმოუსვლელთა პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გუნდის წევრებმა ამომრჩევლებს თავიანთი პროგრამა გააცნეს, პრიორიტეტად კი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა გამოიკვეთა. "ბატონმა ბიძინამ მეცნიერებს დაგვიძახა და გვთხოვა, შექმენით ისეთი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე იქნება გათვლილი, ჩვენ დავარიგებთ სავალდებულო დაზღვევის საბაზისო პოლისებს, რომელიც შეეხება არამარტო 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და პენსიონერებს, არამედ ყველას. დაზღვევაში შევა პოლიკლინიკური მომსახურება, გადაუდებელი ოპერაცია, მშობიარობა. სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას, ამიტომ შეიქმნება ხელშემწყობი პირობები, რათა ერი გამრავლდეს. დიდი ხანია, რაც გურჯაანში ჩამოვედი, სახლიდან რომ მოვდივარ, გზაზე ახლად გახსნილი კლინიკა მხვდება, მაგრამ იქ ხალხი არ ტრიალებს, რადგან მაღალი ფასების გამო და მოსახლეობა ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს," _ აღნიშნა `ქართული ოცნების~ წევრმა ქეთი შანიძემ.
სოფლის მეურნეობის შესახებ ისაუბრა `ქართული ოცნების~ წევრმა თამაზ ზალდანიამ. "მიწები დაუმუშავებელია, საწვავზე მაღალი ფასები ხელოვნურად არის შექმნილი, როდესაც სოფლის მეურნეობაში ერთ მილიარდს ჩავდებთ, ყველას ექნება საშუალება ისარგებლოს ამ თანხით და საჭიროებისამებრ გამოიყენოს. გლეხის შრომა იქნება დაფასებული, რადგან იარსებებს ფირმა, რომელიც გლეხის მოყვანილ მოსავალს შეისყიდის. ყველაფერი გონივრული დაგეგმარებით მოხდება. ასეა მთელს მსოფლიოში, რადგანაც სოფლის მეურნეობა ბუნებაზეა დამოკიდებული და ყველაზე დაუცველი სფეროა," _ აღნიშნა მან.
შინმოუსვლელთა პარკში შეკრებილი მოსახლეობა ამ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამით კმაყოფილი იყო. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ არჩევნებში `ქართული ოცნების~ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება. "საჩხერეში გაზი და წყალი უფასოა, გზა ისეთია, თბილისსაც რომ შეშურდება. ეს ყველაფერი კი ბატონი ბიძინას დამსახურებაა. ჩემი შვილი საჩხერეშია გათხოვილი, საკეისრო კვეთა მისი დაფინანსებით გაუკეთდა. ჩემს შვილიშვილს ოპერაციებზე 70 000 ლარი დაახარჯა, დაზიანებული სახურავიც კი გადაუხურათ. მე მის მზეს ვფიცულობ. დუღს და ბრწყინავს საჩხერე. გურჯაანის სოფლები კი ჩამკვდარია და გაუბედურებული," _ გვითხრა ჩალაუბნელმა თამარ სულიაშვილმა.
შეხვედრის დროს შინმოუსვლელთა პარკთან ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერი ბარნაბიშვილი და `ნაციონალური პარტიის~ აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შეკრებაზე მისულ ხალხს აკვირდებოდნენ. "როდესაც შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდი, ვალერი ბარნაბიშვილმა ირონიულად მკითხა: `რაო, იყავი კრებაზე?~ ეს ჩემი გადასაწყვეტია, სად წავალ და ვის მოვუსმენ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ხმა ჩემი ნებაა და ვინც მინდა, იმის ნომერს შემოვხაზავ, მაგისი რა საქმეა?"_ გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
`ქართული ოცნების~ წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა 30 აგვისტოს გურჯაანში გამართეს. მას პარტიის წარმომადგენელი თეიმურაზ ჯაში უძღვებოდა, რომელიც ადგილობრივებს თავიანთი პროგრამის შესახებ ესაუბრა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დასასრულს კი პარტიის აქტივისტებმა მოსახლეობას `ქართული ოცნების~ მაისურები დაურიგეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის
ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის
ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს
ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და
სერვისები.
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.
08:06 / 12.06.2022
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.