არჩევნები 2015
უფლებაშეზღუდული ჟურნალისტების თვალით დანახული არჩევნები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუალედური და ადგილობრივი არჩევნები სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც `სპექტრის~ ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, საჩივრები არ დაწერილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა. საარჩევნო კოდექსი ჟურნალისტებს საჩივრების დაწერის უფლებას არ აძლევდა, ხოლო საარჩევნო პროცესის შეფერხებისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას ავალდებულებდა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შუალედური და ადგილობრივი არჩევნები სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც `სპექტრის~ ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, საჩივრები არ დაწერილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა. საარჩევნო კოდექსი ჟურნალისტებს საჩივრების დაწერის უფლებას არ აძლევდა, ხოლო საარჩევნო პროცესის შეფერხებისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას ავალდებულებდა."აფერხებთ საარჩევნო პროცესს, დაწიეთ ყველამ მიკროფონები დაბლა, თორემ დავწერ საჩივრებს," _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 30 მაისის რვასაათიანი `ქრონიკის~ ეთერით და არჩევნების შეფასება ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული შენიშვნებით დაიწყო. თუმცა კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ 2010 წლის არჩევნებზე ჟურნალისტები უფლებაშეზღუდულები ვიყავით, საჭირო ნამდვილად არ იყო. საარჩევნო პროცესის შეფერხებისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში, მასმედიის წარმომადგენლებს კანონი 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას ავალდებულებდა. თუმცა არ კონკრეტდებოდა და შესაბამისად, ჟურნალისტებმა არ ვიცოდით, რა სახის ქმედებას ჩაგვითვლიდნენ წესრიგის დარღვევად და საარჩევნო პროცესის შეფერხებად. ამის გამო ზედმეტად მოკრძალებულადაც ვიქცეოდით და იმ თევზის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, რომელიც სათქმელს იმიტომ ვერ ამბობს, რომ პირი წყლით აქვს სავსე. "ხელისუფლებამ საარჩევნო კიდექსის იმ მუხლების აპერირება დაიწყო, რომლებიც მანამდე იყო ნელი მოქმედების ბომბი და როცა დასჭირდა, აამოქმედა. საუბარია 500-ლარიან ჯარიმაზე, რომელიც არ არის დაკონკრეტებული, თუ რის გამო შეიძლება დაეკისროს დამკვირვებელს, ან ჟურნალისტს. ამიტომ იყო, რომ არჩევნების მიმდინარეობისას დამკვირვებლებს და მასმედიის წარმომადგენლებს დაჯარიმებით ხშირად ემუქრებოდნენ. რეგიონებში მომუშავე კეთილსინდისიერი ჟურნალისტები ყოველთვის აქტიური დამკვირვებლები არიან, მაგრამ ჯარიმა ღარიბი რედაქციებისთვის მძიმე ტვირთია და ჟურნალისტები სწორედ ამიტომ პასიური დამკვირვებლის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბრისას საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ და იქვე დასძინა, _ "ასეთი მუხლები საარჩევნო კოდექსში ბევრია, რომლებიც ხელისუფლებას ადრე არ გამოუყენებია, ამჯერადD კი აამოქმედა, მაგალითად, პარტიის წარმომადგენლების და საარჩევნო სუბიექტების ყოფნა საარჩევნო უბანზე. მაჟორიტარი კანდიდატები დარეგისტრირებულები იყვნენ, როგორც პარტიის წარმომადგენლები. ეს საარჩევნო კაზუსია. ჩვენ ვიცით, რომ საარჩევნო სუბიექტებს არ აქვთ კეჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება, მაგრამ დარეგისტრირდნენ როგორც პარტიის წარმომადგენლები. ამავე დროს, საარჩევნო სუბიექტებს არ აქვთ უფლება იყვნენ დამკვირვებლები. გამოდის, რომ ის რაც ერთ შემთხვევაში იკრძალება, მეორე შემთხვევაში ნებადართულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ისეთი საარჩევნო კანონი, რომელსაც არ ექნება ამგვარი ხვრელები და ჟურნალისტებს არ ჩააყენებს პასიური დამკვირვებლების მდგომარეობაში." საბედნიეროდ, ჟურნალისტებს დარღვევების დანახვისა და მათი საჯაროდ დაფიქსირების უფლებაც არ შეგვიზღუდეს.#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის უბნებზე დაფიქსირებულ დარღ ვევებზე გავამახვილებ ყურადღებას: `სპექტრის~ ჟურნალისტის, ქეთი არჯენიშვილის თქმით, #1 საარჩვენო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთი-ერთი პიროვნება კენჭისყრის ადგილზე სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის `დ~ ქვეპუნქტის დარღვევას ნიშნავს და 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აღნიშნულ პიროვნებას საკუთარი ქმედების გამო განმარტება მოსთხოვა, მან უპასუხა, რომ დამკვირვებელი კი არა, დარაჯი იყო. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა (დამკვირვებლები სამკერდე ნიშნის გარეშე) დაფიქსირდა. #22 საარჩვენო უბანზე დარღვევა მას შემდეგ აღიკვეთა, რაც `სპექტრის~ ჟურნალისტმა სიტუაცია კომისიის თავმჯდომარესთან გაარკვია . "უბანზე საკრებულოს დეპუტატობის ორი კანდიდატი სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდა. ერთი მათგანი `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენელი იყო, მეორე _ `ქრისტიან-დემოკრატების.~ 70-ე კანონის რომელიმე ქვეპუნქტის დარღვევის მუხლით რომ არ დავჯარიმებულიყავი, სიტუაციაში გარკვევა კომისიის თავმჯდომარეს მოკრძალებულად ვთხოვე. მან კი აღნიშნა, რომ კანდიდატებს სამკერდე ნიშნის სამაგრები გაუწყდათ. მიუხედვად ამისა, მან ორივე მათგანს პროცედურების დაცვა კიდევ ერთხელ შეახსენა. ამის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა," _ აღნიშნა თამარ მათეშვილმა. არჩევნების დღეს `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლების აგიტაცია და საარჩევნო უბნებზე ტრანსპორტით ხალხის ორგანიზებული მიყვანა არაერთ უბანზე დაფიქსირდა. ამას მოწმობდა კენჭისყრის ადგილებზე ამომრჩეველთა ნაკადის დროდადრო ერთბაშად შეწყვეტა და განახლება. "#5 საარჩევნო უბანზე, შენობის გარეთ იჯდა `ნაცმოძრაობის~ ორი აგიტატორი და ხალხს `5~ ნომრის შემოხაზვას ზოგჯერ სიტყვიერად და ზოგჯერ ხელით ანიშნებდა," _ აღნიშნა `სპექტრის~ ჟურნალისტმა. რაც შეეხება არჩევნებზე ხალხის ორგანიზებულ მიყვანას, ეს განსაკუთრებით აშკარა იყო #46 უბანზე. "როდესაც ერთ-ერთი მანქანის მძღოლს შევეკითხე, თუ რატომ მოჰყავდა ხალხი არჩევნებზე, მიპასუხა: ბენზინი ჩამისხესო. თუმცა არ დააკონკრეტა, რომელი პარტიის წარმომადგენლებმა მისცეს საწვავი,~ _ განმარტავს `სპექტრის~ ჟურნალისტი ნატალია ბარბაქაძე. `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლებმა არჩევნებზე ხალხის მისაყვანად საწვავი ტაქსის მძღოლებსაც რომ ჩაუსხეს, ამის თაობაზე საზოგადოებაშიც საუბრობენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. `ჩემი ახლობელი ტაქსის მძღოლია. არჩევნების დღეს სამუშაოდ არ გამოვიდა. შემდეგ კი ნანობდა: ბედი არ გინდა, იმ დღით ვინც იმუშავა, `ნაციონალებმა~ 15-15 ლიტრი ბენზინი ჩაუსხეს, ხალხი რომ არჩევნებზე მიეყვანათო," _ აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ `სპექტრთან~ საუბრისას.რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები. `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლებმა კენჭისყრის ადგილიდან ორჯერ სხვადასხვა მიზეზების გამო გაიყვანეს ოპოზიციური პარტიებისა და მასმედიის წარმომადგენლები, რათა მათთვის სასურველი კანდიდატების გასამარჯვებლად საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაეყარათ. ამის დადასტურება არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს თვალწინ არაფერი მომხდარა, თუმცა როდესაც კენჭისყრის ადგილზე დავბრუნდით, ყუთში თვალშისაცემად ბევრი ბიულეტენები იყო. დროის ისე მცირე მონაკვეთში კი წარმოუდგენელია იმდენი ამომრჩევლის მისვლა," _ აღნიშნეს #23-ე უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა, ვინაობის საჯაროდ დასახ
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის
ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის
ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს
ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და
სერვისები.
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.
08:06 / 12.06.2022
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.