არჩევნები 2015
ნებადართული, აკრძალული და სარეზერვო მეთოდებით ჩატარებული არჩევნები
როგორც არჩევნების შემდეგ საქართველოს რეგიონული მედიის თავმჯდომარემ განაცხადა: `ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის იმ მუხლების აპერირება დაიწყო, რომლებიც მანამდე იყო ნელი მოქმედების ბომბი და როცა დასჭირდა, აამოქმედა. საუბარია ხუთასლარიან ჯარიმაზე, რომელიც არ არის დაკონკრეტებული თუ რის გამო შეიძლება დაეკისროს დამკვირვებელს ან ჟურნალისტს,~_გვითხრა ია მამალაძემ. საარჩევნო უბნებზე უფლებეშეზღუდულმა ჟურნალისტებმა დამკვირვებლებად ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები დააფიქსირეს, რომლებიც კახეთის რეგიონში მხოლოდ არჩევნებისთვის გამოჩნდნენ. მაგალითისთვის, # 12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #1, 5, 22, 23, 46, 59-ე უბნებზე არჩევნებს აკვირდებოდნენ საზოგადოება `ბათუმელის~ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ: საზოგადოება `ქუთაისის~, `საქართველოს სპორტის კავშირის~ და ა.შ. წევრები. არჩევნების დამთავრებისთანავე `სპექტრმა~ კოლეგების დახმარებით გაარკვია, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და ინფორმაციის გადასამოწმებლად ოფიციალურად მიმართა # 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნატალია ბეგაშვილს; რამდენიმე დღის შემდეგ(?! ინფორმაცია დაუყონებლივ გაცემას ექვემდებარებოდა) მივიღეთ ამომწურავი და კონკრეტული პასუხი: `თქვენი 2010 წლის 31 მაისის # 15 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ წერილში ჩამოთვლილ სამდამკვირვებლო ორგანიზაციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრეტიდაცია არ გაუვლიათ.~ შეგახსენებთ, რომ `სპექტრი~ საქართველოს საარჩევნო კოდექსის #68 მუხლის 1, 2 პუნქტში მითითებულ ყველა იმ დოკუმენტაციის ასლს ითხოვდა, რომლის საფუძველზეც მოხდა კონკრეტულად ათი დამკვრვებელი ორგანიზაციის აკრეტიდაცია, ესენია: 1 `ახალი მოძრაობა ჩვენი თაობა,~ 2. `ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა,~ 3. `საქართველოს სპორტის კავშირი~, 4. `საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი,~ 5. `საზოგადოებრივ ინიციატივათა კავშირი,~ 6. `დემოკრატიის ცენტრი,~ 7 `მშვიდობა და განვითარება ალიანსი,~ 8. `მშვიდობა და განვითარების აკადემია,~ 9. საზოგადოება `ბათუმელი, ~10. საზოგადოება `ქუთაისი~. გაურკვეველი იყო საარჩევნო უბანზე არსებულ ჩანაწერთა წიგნში ასეთი ფორმულირებით დაფიქსირებული მსგავსი დასახელებები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური პასუხის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ. რომელმაც გვაცნობა, `თქვენი 2010 წლის 3 ივნისის #16 წერილის პასუხად გიგზავნით, თქვენს მიერ მოთხოვნილი იმ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლებს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო რაც შეეხება წერილში მითითებულ დანარჩენ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის არ მოუმართავთ.~ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ორგანიზაციების ჩამონათვალიდან მივიღეთ მხოლოდ ხუთი მათგანის დოკუმენტაცია ესენია: საზოგადოება `ბათუმელი~, `ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა~, `მშვიდობისა და განვითარების აკადემია~, `საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი~ და `დემოკრატიის ცენტრი~. საქართველოს საარჩევნო კოდექსის #68-ე მუხლის მიხედვით: `ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/ და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.~ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტირებულ ორგანიზაციებს შორის იყო საზოგადოება `ბათუმელი~, რომელსაც წესდების ზოგად დებულების 1.3 პუნქტში მინიშნებული აქვს, რომ `საზოგადოება `ბათუმელი~-ს მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე~. თუმცა წესდების მომდევნო პუნქტში `საზოგადოების მიზნები და ამოცანები~, დაკონკრეტებულია: 2.1 საზოგადოება `ბათუმელი~, ახორციელებს: ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის, რელიგიური აღმსარებლობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას. გაუგებარია ისიც, თუ რატომ იყო ჩანაწერთა წიგნში დამკვირვებლების წარმომადგენლობითი ორგანიზაციის დასახელება სხვადასხვაგვარად მითითებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, თვითონ წარმომადგენელმა არ იცოდა რომელი ორგანიზაციიდან იყო აკრედიტირებული და ჟურნალისტის შეკითხვაზე სხვადასხა არასამთავრობოს ასახელებდა. #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა უარი განაცხადა, ჩანაწერთა წიგნების გადამოწმებაზე, იმ მიზეზით რომ წიგნი დალუქულია. აქედან გამომდინარე დასახელებული ორანიზაციებიდან სავარაუდოდ არარეგისტრირებული არასამთავრობოების წარმომადგენლების გადამოწმება პირადი კავშირებით ვცადეთ. რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ #23 უბანზე კომისიის წევრი `ნაციონალური პარტიიდან~ იყო ლავრენტი უტიაშვილი, მისი შვილი ვასილ უტიაშვილი, უბანზე იმყოფებოდა ამავე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით, ხოლო მისი დედა ელენე უტიაშვილი, იყო დამკვირვებელი `საქართველოს სპორტის კავშირიდან~. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აკვირდებოდა არჩევნებს, თუმცა, რაც არ უნდა, გასაკვირი იყოს, არც საოლქოში და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია არ გაუვლია. #22 უბანზე `დემოკრატიის ცენტრიდან~ დამკვირვებლად იმყოფებოდა ყოფილი პოლიციელი, ზურაბ შავკაციშვილი, `ნაციონალური პარტიის~ კანდიდატის გოგიტა შავკაციშვილის ძმა არის. იურიდიულ საკითხებში საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის კონსულტანტის თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგელის კახა სოფრომაძის თქმით: `თუკი არჩევნებს არააკრედიტირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ადგილია აქვს საბუთების გაყალბებას, რის გამოც პასუხი უნდა აგონ, პიროვნებებმა, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს.~ საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. მაია ყალაბეგაშვილი სპექტრი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები `ნაციონალების~ მიერ ჩატარებული წინა არჩევნებისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ მმართველმა პარტიამ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა ნებადართული, აკრძალული და სარეზერვო მეთოდი გამოიყენა. რეალურად კონკურენტი კანდიადატების ახლობლებზე თითქმის `შოკური თერაპიის~ დონეზე გათვლილი ზეწოლა ხორციელდებოდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა მათგანი ჩამოიცილეს. წინასაარჩევნო 40 დღე სამართალდამცავებისა და ხელისუფლებაში მყოფი ყოფილი ძალოვნების შესაძლებლობების დემონსტრირების უბადლო მაგალითი იყო(იხილეთ `სპექტრის~ წინასაარჩევნო ნომრები). თუმცა საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის `დ~ ქვეპუნქტის  აჟიტირება და პიარი სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ რეიტინგის თვალსაზრისით მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ ნამდვილად უჭირდა.როგორც არჩევნების შემდეგ საქართველოს რეგიონული მედიის თავმჯდომარემ განაცხადა: `ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის იმ მუხლების აპერირება დაიწყო, რომლებიც მანამდე იყო ნელი მოქმედების ბომბი და როცა დასჭირდა, აამოქმედა. საუბარია ხუთასლარიან ჯარიმაზე, რომელიც არ არის დაკონკრეტებული თუ რის გამო შეიძლება დაეკისროს დამკვირვებელს ან ჟურნალისტს,~_გვითხრა ია მამალაძემ.  საარჩევნო უბნებზე უფლებეშეზღუდულმა ჟურნალისტებმა დამკვირვებლებად ისეთი  არასამთავრობო ორგანიზაციები დააფიქსირეს, რომლებიც კახეთის რეგიონში მხოლოდ არჩევნებისთვის გამოჩნდნენ. მაგალითისთვის, # 12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #1, 5, 22, 23, 46, 59-ე  უბნებზე არჩევნებს აკვირდებოდნენ საზოგადოება `ბათუმელის~ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ: საზოგადოება `ქუთაისის~, `საქართველოს სპორტის კავშირის~ და ა.შ. წევრები. არჩევნების დამთავრებისთანავე `სპექტრმა~ კოლეგების დახმარებით გაარკვია, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და ინფორმაციის გადასამოწმებლად ოფიციალურად მიმართა # 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნატალია ბეგაშვილს; რამდენიმე დღის შემდეგ(?! ინფორმაცია დაუყონებლივ გაცემას ექვემდებარებოდა) მივიღეთ ამომწურავი და კონკრეტული პასუხი: `თქვენი 2010 წლის 31 მაისის # 15 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ წერილში ჩამოთვლილ სამდამკვირვებლო ორგანიზაციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრეტიდაცია არ გაუვლიათ.~ შეგახსენებთ, რომ `სპექტრი~ საქართველოს საარჩევნო კოდექსის #68 მუხლის 1, 2 პუნქტში მითითებულ ყველა იმ  დოკუმენტაციის ასლს ითხოვდა, რომლის საფუძველზეც მოხდა კონკრეტულად ათი დამკვრვებელი ორგანიზაციის აკრეტიდაცია, ესენია: 1 `ახალი მოძრაობა ჩვენი თაობა,~ 2. `ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა,~ 3. `საქართველოს სპორტის კავშირი~, 4. `საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი,~ 5. `საზოგადოებრივ ინიციატივათა კავშირი,~ 6. `დემოკრატიის ცენტრი,~ 7 `მშვიდობა და განვითარება ალიანსი,~ 8. `მშვიდობა და განვითარების აკადემია,~ 9. საზოგადოება `ბათუმელი, ~10. საზოგადოება `ქუთაისი~.  გაურკვეველი იყო საარჩევნო უბანზე არსებულ ჩანაწერთა წიგნში ასეთი ფორმულირებით დაფიქსირებული მსგავსი დასახელებები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური პასუხის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ. რომელმაც  გვაცნობა, `თქვენი 2010 წლის 3 ივნისის #16 წერილის პასუხად გიგზავნით, თქვენს მიერ მოთხოვნილი იმ დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლებს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო რაც შეეხება წერილში მითითებულ დანარჩენ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის არ მოუმართავთ.~ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ორგანიზაციების ჩამონათვალიდან მივიღეთ მხოლოდ ხუთი მათგანის დოკუმენტაცია ესენია: საზოგადოება `ბათუმელი~, `ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა~, `მშვიდობისა და განვითარების აკადემია~, `საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი~ და `დემოკრატიის ცენტრი~.   საქართველოს საარჩევნო კოდექსის #68-ე მუხლის მიხედვით: `ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/ და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.~ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტირებულ ორგანიზაციებს შორის იყო საზოგადოება `ბათუმელი~, რომელსაც წესდების ზოგად დებულების 1.3 პუნქტში მინიშნებული აქვს, რომ `საზოგადოება `ბათუმელი~-ს მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე~. თუმცა წესდების მომდევნო პუნქტში `საზოგადოების მიზნები და ამოცანები~, დაკონკრეტებულია: 2.1 საზოგადოება `ბათუმელი~, ახორციელებს: ბათუმში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის, რელიგიური აღმსარებლობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას.  გაუგებარია ისიც, თუ რატომ იყო ჩანაწერთა წიგნში დამკვირვებლების წარმომადგენლობითი ორგანიზაციის დასახელება სხვადასხვაგვარად მითითებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, თვითონ წარმომადგენელმა არ იცოდა რომელი ორგანიზაციიდან იყო აკრედიტირებული და ჟურნალისტის შეკითხვაზე სხვადასხა არასამთავრობოს ასახელებდა. #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა უარი განაცხადა, ჩანაწერთა წიგნების გადამოწმებაზე, იმ მიზეზით რომ წიგნი დალუქულია. აქედან გამომდინარე დასახელებული ორანიზაციებიდან სავარაუდოდ არარეგისტრირებული არასამთავრობოების წარმომადგენლების გადამოწმება პირადი კავშირებით ვცადეთ. რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ #23 უბანზე კომისიის წევრი `ნაციონალური პარტიიდან~ იყო ლავრენტი უტიაშვილი, მისი შვილი ვასილ უტიაშვილი, უბანზე იმყოფებოდა ამავე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით, ხოლო მისი დედა ელენე უტიაშვილი, იყო დამკვირვებელი `საქართველოს სპორტის კავშირიდან~. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აკვირდებოდა არჩევნებს, თუმცა, რაც არ უნდა, გასაკვირი იყოს, არც საოლქოში და არც ცენტრალურ  საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია არ გაუვლია. #22 უბანზე `დემოკრატიის ცენტრიდან~ დამკვირვებლად იმყოფებოდა ყოფილი პოლიციელი, ზურაბ შავკაციშვილი, `ნაციონალური პარტიის~ კანდიდატის გოგიტა შავკაციშვილის ძმა არის. იურიდიულ საკითხებში საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის კონსულტანტის თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგელის კახა სოფრომაძის თქმით: `თუკი არჩევნებს არააკრედიტირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ადგილია აქვს საბუთების გაყალბებას, რის გამოც პასუხი უნდა აგონ,  პიროვნებებმა, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს.~   საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. მაია ყალაბეგაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის
ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის
ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს
ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და
სერვისები.
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.
08:06 / 12.06.2022
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.