არჩევნები 2015
თელავის საოლქო კომისიამ ოპოზიციის საჩივრების საფუძველზე ორი საარჩევნო უბანი დააჯარიმა
30 მაისის არჩევნების დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, #17-ე თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი მონაცემები არ შეცვლილა: პირველ ადგილზე, ხმათა 71.90%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა; 11.84%-ით მეორეზე_„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, მესამე ადგილზე 5.20%-ით აღმოჩნდა „თოფაძე-მრეწველები“. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები შედგებით უკმაყოფილოები არიან. „ალიანსი საქართველოსთვის“ 14 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს.
 
 30 მაისის არჩევნების დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, #17-ე თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი მონაცემები არ შეცვლილა: პირველ ადგილზე, ხმათა 71.90%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა; 11.84%-ით მეორეზე_„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, მესამე ადგილზე 5.20%-ით აღმოჩნდა „თოფაძე-მრეწველები“. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები შედგებით უკმაყოფილოები არიან. „ალიანსი საქართველოსთვის“ 14 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს.მე-17 საოლქო კომისიაში, საერთო ჯამში, 10 საჩივარი შევიდა. მათგან კომისიამ მსჯელობის შემდეგ მხოლოდ _ 2, ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა. „ალიანსი საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ ის საოლქო კომისიამ გააყალბა. გარდა ამისა, „ალიანსის“ თელავის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა ვარდოშვილი კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს, გიორგი ღვინიაშვილს თელავის საოლქო კომისიის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს. „მინდა მივმართო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარეს, ბატონ ზურაბ ხარატიშვილს – დღეს #17 თელავის საარჩევნო ოლქი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ნაცვლად `ნაციონალური მოძრაობის~ კახეთის რეგიონალურ შტაბს და მის ხელმძღვანელს, კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს ემორჩილება. მოვითხოვ, მიიღონ შესაბამისი ზომები და თელავის საარჩევნო ოლქი გიორგი ღვინიაშვილის ტყვეობიდან გაათავისუფლონ," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ნიკა ვარდოშვილმა. მან არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო `უპრეცედენტო გაყალბება.~ "ზოგიერთი ადამიანი საუბრობს, რომ ეს მოხდა დახვეწილი მეთოდებით, მე კი გეტყვით, რომ გაყალბება ძალიან დაუხვეწავი და ყველასთვის ცხადი მეთოდებით მოხდა. წარმოგიდგენთ კონკრეტულ ფაქტებს. თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის #54-ე და #37-ე უბნებზე გაყალბებულია ოქმი _ მასში გადაკეთებულია მონაცემები. ეს დიდი კანონდარღვევაა, ამაზე ჩვენ გვაქვს საჩივარი შეტანილი საოლქო კომისიაში, ვითხოვთ უბნების შედეგების ბათილად ცნობას, მაგრამ, როგორც ვატყობ, გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებში ჩამჯდარი არ იქნება. ჩვენ არ ვითხოვთ კომისიების 2000 ლარით დაჯარიმებას, ეს საკმარისი არ არის. მოვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. 14 საარჩევნო უბანზე არ ბალანსდება მაჟორიტარული ოქმის შედეგები. ესენია: #1, #3, #15, #17, #20, #22, #31, #34, #38, #39, #44, #49, #51 და #52 უბნები. მოვითხოვთ ამ შედეგების გაუქმებას. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩვენ არჩევნების შედეგებს უნდობლობას ვუცხადებთ და „ალიანსი საქართველოსთვის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის სახელით ღიად ვამბობ, რომ თელავის რაიონში არჩევნები გაყალბდა. სოფელ ყარაჯალაში პოლიტიკურმა პარტია „მრეწველებმა“ 564 ხმა აიღეს. ძალიან მაინტერესებს _ ყარაჯალაში რომ გამოვკითხოთ 100 ადამიანი, მათგან რამდენი დაგვისახელებს, ვინ არის „მრეწველთა პარტიის“ თავმჯდომარე ან საერთოდ, თუ გაუგიათ მათ შესახებ? ვაცხადებ, რომ „მრეწველთა პარტია“ გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი და მათ მიერ დაქირავებული მსახური. მოსახლეობა დამეთანხმება, ეს პარტია თუ არსებობდა თელავის რაიონში, საერთოდ არ ვიცოდით. გარდა ამისა, სოფელ გულგულაში თორთლაძის პარტიის (ყველამ კარგად იცის, თუ რა რეიტინგი აქვს მას) წევრი თელავის საკრებულოში მაჟორიტარი გახდა. აქ კომენტარიც კი ზედმეტია, “ _ განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა. #17-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე დავით მკალავიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს, თუმცა კომისიამ 2 საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: „პარტიებს საჩივრები არჩევნების დასრულებიდან ორი დღის ვადაში უნდა შემოეტანათ. „ალიანსმა“ კი ვადის დარღვევით წარმოადგინა. ამიტომაც მათ განხილვაზე უარი ვთქვით. რაც შეეხება საჩივრებს ყარაჯალის #37-ე და #54-ე უბნების შედეგების გაბათილების მოთხოვნაზე, საოლქო კომისიამ განიხილა. უბნებზე ოქმები მართლაც იყო გადასწორებული, თუმცა შესწორების ოქმები არ ახლდა, რის გამოც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლი. ამის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეჯარიმებინა ორივე უბნის კომისიის მდივნები 2000 ლარით,“ _ გვითხრა დავით მკალავიშვილმა. საოლქო კომისიაში კიდევ ერთი საჩივარი „ქრისტიან-დემოკრატებისგან“ შევიდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში #16-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა წულუკიძე ითხოვს. „საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით ვიყავი. დილით რომ მივედი, პირველი ამომრჩეველი უკვე მისული დამხვდა, შესაბამისად, საკონტროლო ფურცელი ძირითად საარჩევნო ყუთში უკვე ჩაგდებული იყო. საღამოს 8 საათზე, როცა ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო, გადასატანი საარჩევნო ყუთის საკონტროლო ფურცელი ძირითადი საარჩევნო ყუთის საკონტროლო ფურცლის იდენტური არ აღმოჩნდა. საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, „საკონტროლო ფურცელზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საკონტროლო ფურცელი ივსება სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარს გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.“ გულგულის საარჩევნო უბანზე ეს მუხლი დაირღვა, რადგან უბნის თავმჯდომარემ საკონტროლო ფურცელი ყუთში თვითონ არ ჩააგდო და გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცა. მათ კი უბანზე მოსული პირველი ამომრჩევლის გვარის ადგილას იმ პირველი ავადმყოფის გვარი ჩაწერეს, რომელთანაც ყუთი მიიტანეს. უბანზე პირველი ამომრჩეველი „კენკიშვილი“ იყო, გადასატანი ყუთის საკონტროლო ფურცელზე კი „მრელაშვილი“ ეწერა. თანაც საკონტროლო ფურცელი სპეციალური ქაღალდია, რომლის პირველ გვერდზე დაწერილი სიტყვები მეორე და მესამეზე ავტომატურად გადადის. გადასატანი ყუთის საკონტროლო ფურცელი კი კალმით იყო შევსებული. საარჩევნო კოდექსი დაარღვიეს როგორც თავმჯდომარემ, ისე გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა. ხმების დათვლის წინ მოვითხოვე გადასატანი ყუთი არ გაეხსნათ. თუმცა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მაინც გახსნა და მისი ბიულეტენები ძირითადი ყუთის ბიულეტენებს შეურია. ამის შემდეგ საჩივარი დავწერე, მაგრამ თავმჯდომარემ არ მიიღო და განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. მეორე დღეს საჩივარი საოლქო კომისიას წარვუდგინე. მოვითხოვ გულგულის #16-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას,“ _ განუცხადა „სპექტრს“ „ქრისტიან-დემოკრატების“ გულგულის მაჟორიტარმა კანდიდატმა ირმა წულუკიძემ. წულიკიძის საჩივარი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს არც კი განუხილავს, რადგან, მისი განცხადებით, საჩივრის შემოტანის ვადები დაირღვა. „ირმა წულუკიძემ საოლქო კომისიაში საჩივარი 31 მაისს შემოიტანა. საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლში განმარტებულია: „განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.“ თუ უბანზე კომისიამ უარი განაცხადა საჩივრის მიღებაზე, მაშინ წულუკიძეს ამავე ვადაში ჩვენთან უნდა შემოეტანა საჩივარი. ანუ, უკეთ რომ განვმარტოთ, საღამოს 8 საათიდან ოქმის შედგენამდე უნდა ემოქმედა, მან კი საჩივარი მეორე დღეს წარმოადგინა,“ _ აღნიშნა დავით მკალავიშვილმა. ოპოზიციური პარტიების თელავის რაიონული ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, თუმცა მათ პროტესტს და საჩივრებს ერთადერთი შედეგი მოჰყვა, ორი უბნის საარჩევნო კომისიის მდივნების დაჯარიმებაა. ამასობაში კი საოლქო კომისიამ თელავის საკრებულოში მანდატები გადაანაწილა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რვა მანდატი მიიღო, ერთი „ქრისტიან-დემოკრატებს,“ ერთი კი „თოფაძე-მრეწველებს“ ერგო. საქართველოს მასშტაბით კენჭისყრის შედეგები მხოლოდ 5 უბანში მცხეთის 24-ე, ლაგოდეხის 21-ე, მესტიის მე-13, საგარეჯოს 46-ე და 47-ე უბნებზე გაუქმდა. მარიამ ხანჯალიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის
ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის
ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს
ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და
სერვისები.
გუშინ, 11 ივნისს, გურჯაანის ტექნოპარკში ინოვაციური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გურჯაანის ტექონოპარკის ბენეფიციარი მეწარმეები, ასევე წარმოდგენილი იყო GITA-ს ინოვაციური მეწარმეობის გრანტების გამარჯვებული პროდუქტები და სერვისები.
08:06 / 12.06.2022
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების
მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11:03 / 20.09.2016
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი პოზიტიურად შეაფასა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.
13:53 / 24.06.2014
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარუდგნა.
16:11 / 26.05.2014
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 21 °C
img
დ.წყარო 11 / 18 °C
img
სიღნაღი 13 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 13 / 23 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.