#12 გურჯაანის ოლქის მესამე უბანზე ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენი
გასცეს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დარღვევა მაშინ დააფიქსირა,
როდესაც აპარატს ბიულეტენის მიღება გაუჭირდა.
"ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცა. მაშინ
შევნიშნე, როდესაც ბიულეტენს აპარატში ათავსებდა. არ ვიცი, ორივე
ბიულეტენზე იყო თუ არა სუბიექტის ნიშანი გაფერადებული, რადგან არ
მინახავს, ხმის მიცემის ფარულობა არ დავარღვიე და დავწერე საჩივარი, "
- ამბობს speqtri.ge -სთან მარინა ლაფაჩიშვილი.
როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიულეტენები
დაასტეპლერეს, ბათილად სცნეს და ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი
მისცეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ დარღვევაზე, რეგისტრატორს ახსნა-განმარტებას
დააწერინებს.
მასალის გამოყენების პირობები