ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო
ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ატარებს. ამასთან დაკავშირებით,
ცესკო ინფორმაციას ავრცელებს:
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის
ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების
შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს,მოკვლევის შედეგად
გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიებისტესტირების ლაბორატორია „Pro
V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს
მრავალწლიანი გამოცდილება და იმორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც
გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო
აკრედიტაცია.
საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის
აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო
კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია
ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და
დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის
განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი
გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის
და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.
შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს
წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს
დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.
კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:
პირველ ეტაპზე:
- კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში
განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს
მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს,
რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში,
წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
- სრულადშესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის
ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არახმის მთვლელი აპარატი
ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად,
პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის
მიერ გაკეთებული არჩევანი.
- ასახავს თუ არააპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარირეალურ
ინფორმაციას,შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის
რაიმე სახითიდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით
ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია
თუ არა აპარატი,რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
- კომპანიაკიდევ ერთხელ მოიკვლევს,ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის
აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი
ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის
დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა
ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული
ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი
პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
- დამატებითიშესწავლილის საგანი იქნებავერიფიკაციის აპარატებში
სიების ჩაწერის კომპონენტი.მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან
კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება
შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია
გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ
არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის
მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის
განმავლობაში.ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე,
კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ
სიებშირაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
- სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება,
არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ
არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ
შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან,
შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა.ასევე, აუდიტმა
უნდადაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია
შეცვალოს შედეგები.
მეორე ეტაპზე:
- „Pro V&V”-ისწარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან
ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს
ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ
აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია,შეესაბამება საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და
საერთაშორისო სტანდარტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა
დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.
მესამე ეტაპზე:
- „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას
დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად
შესაბამისობაში იქნებაელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირებასაწყის
კოდთან,საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ
დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო
სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური
პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.ამავდროულად,
კენჭისყრის დღეს,ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია,
რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ
გადამოწმების მიზნითე.წ. კედლის სიებთან ერთად.
ამასთანავე,პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის
რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში
და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მასალის გამოყენების პირობები