საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ
მიშელთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა.
“საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ
გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია
ევროპისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი
სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები,
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები,
როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ
კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი
სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების
მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,”
-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რუსული კანონი
მეორე მოსმენით 1-ელ მაისს მიიღო. საპროტესტო
აქციები "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები