აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ - პაპუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ სამდღიან ფართომასშტაბიან აქციებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ხალხის გამოსვლა ადასტურებს ამ კანონის მიღების საჭიროებას.

„ ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე,“ - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთად საუბრისას.

პაპუშვილისთვის არც დემონსტრანტების რაოდენობაა მნიშვნელოვანი, რადგან იგი აცხადებს, რომ ხალხი არა ცალკე ჯგუფები, არამედ საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქე და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არიან. მომიტინგეების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს ასე არ წყდება”.

„რაც შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი. მასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ შეძლო 2022 წელს, მათ შორის, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება იმისთვის, რომ მოეთხოვა, გაგვეშვა მოხალისე-მებრძოლები უკრაინაში. უნდა გაგვეშვა?!

ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს უპირველეს ყოვლისა არჩევნებზე თავისი მანდატის მინიჭების საკუთარი წარმომადგენლებისადმი. პარლამენტში წარმოდგენილია ყველა გემოვნება, რაც საზოგადოებაში არის... პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის. ამ დღეებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ საჭიროება ამ კანონის, რომ იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნოირების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსული კანონი გუშინ, 17 აპრილს, პირველი მოსმენით მიიღო. 83 მომხრე, 0-წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდგომ, საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაგრძელდა.

მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკერება 19:00 საათიდან დაიწყეს. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მომიტინტგეებმა მმართველ პარტიას ერთსაათიანი ვადა მისცეს კანონის გასაწვევად, რის შემდეგაც, მომიტინგეები მსვლელობით გადავიდნენ სამთავრობო ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით.

მომიტინგეების განცხადებით, აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე, სანამ მთავრობა კანონს არ გაიწვევს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს
მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გამოიწვიონ ძალადობა.
23:20 / 01.05.2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი რუსული კანონის ირგვლივ
განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლების შარშანდელ
გადაწყვეტილებას -რუსული კანონის გაწვევას- გონივრულს უწოდებს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლების შარშანდელ გადაწყვეტილებას -რუსული კანონის გაწვევას- გონივრულს უწოდებს.
22:07 / 01.05.2024
საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსული
კანონის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან აქციებს ეხმაურება და
ხელისუფლებას ახალგაზრდებთან დიალოგისაკენ მოუწოდებს.
საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან აქციებს ეხმაურება და ხელისუფლებას ახალგაზრდებთან დიალოგისაკენ მოუწოდებს.
21:39 / 01.05.2024
პარლამენტა რუსული კანონი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
მიიღო. 83-მომხრე, 23-წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
პარლამენტა რუსული კანონი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. 83-მომხრე, 23-წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:04 / 01.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.