პარლამენტა რუსული კანონი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
მიიღო. 83-მომხრე, 23-წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
რუსულ კანონს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მხარი ვერ დაუჭირა
მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან ოთხი
ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა -თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი,
გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვების
დასმის დროს ოპოზიციონეტ დეპუტატებს
მიკროფონს ხშირად
უთიშავდა და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ
მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების
საშუალებაც არ მისცა.
განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლაც იყო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის
მომხსენებელს შესთავაზა, რომ „უცხო ძალის“ ნაცვლად, ჩაეწერათ რუსეთი
და მას ყველა დაუჭერს მხარს.
პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ გააპროტესტა კანონპროექტის
ამოქმედების ვადები, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება ორგანიზაციებს ექნებათ 2023
წლის შემოსავლების მიხედვით. „გარდამავალი დებულება ითვალისწინებს,
რომ კანონს მიეცეს უკუძალა... კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ
არ შევიდეთ, ის არ უნდა შეეხოს შარშანდელ და შარშანწინდელ
დაფინანსებას“, - თქვა შავგულიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით,
საუკეთესო გამოსავალია, რომ კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან
და არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს მისი
ბედი.
მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ
გაითვალისწინა.
პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი
დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ
ფრიდონ ინჯიამ.
მასალის გამოყენების პირობები