გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ საგრანტო კონკურში გაიმარჯვა
ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ
გაიმარჯვა საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: " სამუსიკო სკოლების ინსტრუმენტების
განახლება".
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერია ავრცელებს.
“მოპოვებული გრანტით, რომელიც 26 800 ლარს შეადგენს, სამუსიკო
სკოლების გაერთიანება 2 ფორტეპიანოს შეიძენს.
ასევე, გურჯაანის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოხდება დამატებით 3
ფორტეპიანოს შეძენა და გაერთიანებაში შემავალ ხუთივე სამუსიკო სკოლას
თითო ახალი ინსტრუმენტი გადაეცემა.
გურჯაანის სამუსიკო სკოლებში ფორტეპიანოები ათწლეულებია არ
განახლებულა,” - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები