გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს
ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი,
ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე
თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
“კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება,
ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.”-აცხადებენ
სააგენტოში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა
ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს
თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები