გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
მათივე თქმით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის,
ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი,
გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე
შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6
თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. ”-აცხადებენ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები