16-17 ნოემბერს, კახეთში, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში,
“სათემო ლიდერთა ფორუმი” 2023 გაიმართება.
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც CSRDG-ის
ორგანიზებით, 2015 წლიდან რეგულარულად ტარდება.
როგორც ცნობილია, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თემის ლიდერები და
სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე,
სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
“სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამითაა
წარმოდგენილი. სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო სათემო
ორგანიზაციასა და მათ პროექტებს, ჩაერთვებიან არაერთ პანელურ
დისკუსიაში და მონაწილეობას მიიღებენ 2021-2022 წლების საუკეთესო
სათემო ინიციატივის დაჯილდოებაში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა ურუშაძის განცხადებით, ფორუმი
ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ
მოქალაქეებს ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ.
„თემის გაძლიერება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის
გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნისა და
გამოცდილების
ეფექტიანი რეალიზება და წარმოადგინონ მათთვის მნიშვნელოვანი
პრობლემების გადაჭრის გზები. აღნიშნული ფორუმით ხელს ვუწყობთ სათემო
ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ მოქალაქეებს ხმამაღლა
ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთსა და ფართო
საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინიციატივები, გაიცნონ პოტენციური
პარტნიორები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ
საკითხებზე.“-აცხადებს ეკა ურუშაძე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის
ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU)და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)
მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ასევე მხარს უჭერს, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგია და ბირმინგემის
უნივერსტეტი.
მასალის გამოყენების პირობები