გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მუნიციპალური ტურნირის
ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს 5 საჯარო სკოლის გუნდი
დაუპირისპირდა:
ბაკურციხე - "ადრენალინი"; კარდენახი - "როე საზღვარზე"; ველისციხე -
"ანტიკვარი კახელები"; ვაჩნაძიანი - "ვიო ე"; მეოთხე საჯარო სკოლა -
"წიოკი";
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა ბაკურციხის საჯარო სკოლის
გუნდი „ადრენალინი“.
ჟიურის წევრები იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი
მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი და
მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე იგივე “შონზო”.
ტურნირი ტრადიციულად გურჯაანის კულტურის ცენტრში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები