დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა
დავით სონღულაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალზე არსებული "მარადისობის კედელი"
და "უცნობი ჯარისკაცის საფლავი".
დიდების მემორიალზე სიმბოლურად აენთო ცეცხლი. ღონისძიებას ადგილობრივი
მოსახლეობა ესწრებოდა. დღესასწაულზე იმღერეს ანსამბლ „გურჯაანისა“ და
ანსამბლ „ხარებას“ მომღერლებმა.
პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის
თქმით, დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,
რადგან ის ასახავს ჩვენს ისტორიასა და მომავალს.
“დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთიანდება ორი სიმბოლური, ძალიან
მნიშვნელოვანი თარიღი - ერთი, რომელიც ასახავს ჩვენს ისტორიას და
ერთი, რომელიც ასახავს ჩვენს მომავალს.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დღე ერთის მხრივ, არის ფაშიზმზე
გამარჯვების დღე, რომელიც ასახავს ჩვენს ღირსეულ ისტორიას, როდესაც
ჩვენი თანამემამულეები იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, საკუთარი
ქვეყნის დასაცავად და ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს
ისტორია, რომელიც მათ შექმნეს და აქამდე მოიტანეს, განსაკუთრებული
ყურადღების ქვეშ იყოს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნოთ. მეორე
მხრივ, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ეს არის ევროპის დღე და ეს არის
ჩვენი ქვეყნის მომავალი, რაც არის ჩვენი ქვეყნის მისწრაფება და ალბათ,
სიმბოლურია ამ ორი თარიღის ასე დამთხვევა, რაც აუცილებლად მინდა, რომ
ჩვენს თანამემამულეებს მივულოცო,“ - ამბობს დავით სონღულაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა
ხაზი გაუსვა
დღევანდელი დღის სიმბოლურ მნიშვნელობასა და მისი განსაკუთრებით
აღნიშვნის ტრადიციას.
„რა თქმა უნდა [9 მაისი] აღინიშნება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ასეთ
ადგილას ვართ ახლა ჩვენ და ასეთი სიმბოლოს [ჯარისკაცის მამის ძეგლის]
გვერდით ვდგავართ და აღვნიშნავთ ყოველთვის აქ.
ახალგაზრდები, ბავშვები უნდა მოვიდნენ, თუნდაც მათთვის არის ეს
საჭირო, რომ იცოდნენ, თუ რა ცუდი არის ფაშიზმი და რომ აუცილებელია,
ფაშიზმი დამარცხდეს ყოველთვის, ყველგან და ფაშიზმზე გამარჯვების დღე
უნდა იყოს მათთვის ის დღე, რომელიც სამართლიანობას ახსენებს,
გაახსენებს ხალხის სიყვარულს, გაახსენებს ჯარისკაცის მამას, შვილის
სიყვარულს, რომელმაც წაიყვანა ეს ადამიანი, ამხელა ფრონტი მოატარა და
საბოლოო ჯამში, მიაღწია იმას, რომ ნახა თავისი შვილი. ასე რომ,
ახალგაზრდებმაც უნდა იცოდნენ, რომ დღეს ეს თარიღია და სწორედ ამას
ემსახურება ობელისკზე ცხრა მაისის აღნიშვნა,“ - ამბობს ზურაბ
უტიაშვილი.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს
1000 ლარს, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებს კი 500 ლარს წელსაც
გადასცემს.
ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივრის
წინაშე 24 ნოემბერს 18:00 საათზემიხეილ მესხის სტადიონზე ტონგასთან
გამართავს.მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს.
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი
კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის
ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ადგილობრივების
საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და
აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი
კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები