კახეთში, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა 5 პირი
დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ძარცვა და ორი
ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
„1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972
წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა.
1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით.
1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა,“ -
აცხადებენ შსს-ში.
მათივე განცხადებით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ორი პირთან დაკავშირებით, მათი
ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი
ღონისძიებები.
„რაც შეეხება 1996 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებულ
გ.ტ.-ს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება
შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო ქმედებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ
ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან
600 ცხვარი.
ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის
მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს
მიმართა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს
თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ
გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’
სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ
მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს.“
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.
https://youtu.be/-_8LVHhW9xw
მასალის გამოყენების პირობები