გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ სექტემბრამდე
საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობითვე, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36
გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე
შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო
ამინდი იქნება.
26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის
სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების
ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი
ქარის სიჩქარე შესუსტდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36
გრადუსია მოსალოდნელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები