ივლის-აგვისტოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა,
სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების
საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის
შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ
გამოვლენილა.
" სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს
ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი
ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე
ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი,"-აცხადებენ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები