შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა
თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად
კონკურსი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ
ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება 28 აგვისტოს ჩათვლით
შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://hr.police.ge.
კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე,
პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ
თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის
შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60
პოზიციაზე.
კახეთში ვაკანტურია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი
სამმართველოს სახაზო–საპატრულო
სამმართველოს პატრულ ინსპექტორის პოზიცია ქალაქ თელავში. თანამდებობრივი სარგო
1660 ლარით არის განსაზღვრული.
დეტალური ინფორმაცია სხვა ვაკანსიების შესახებ იხილეთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები