დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უკვე ორი დღეა არავინ გარდაცვლილა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 223 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653
915.
ამჟამად ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 105 საიდანაც, 341
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 764 პირი კი მკურნალობის კურსს
საცხოვრებელ ბინაზე გადის.
მასალის გამოყენების პირობები