დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორნავირუსის 817
ახალი შემთხვევა. აქედან კახეთში 53, ხოლო თბილისში ინფიცირების 374
ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3017
პაციენტი.
დღე-ღამეში ჩატარებული 23 553 ტესტი, მათ შორის, 21 023 ანტიგენ ტესტი
და 2 523 PCR ტესტი.
უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2
შტამი.
მასალის გამოყენების პირობები