დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 1099 ახალი
დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, კახეთში ინფიცირების 87, ხოლო
თბილისში 494 შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი, გარდაცვლილია 10
ადამიანი.
დღე-ღამეში ჩატარებულია 21 281 ტესტი, მათ შორის 19 101 ანტიგენ და 2
1080 PCR ტესტი.
უპირატესად ცირკულირებს და კვლავ დომინანტია ომიკრონის B.A.2
შტამი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 16 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია
2 836 778 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 354 540 ადამიანი - ზრდასრული
მოსახლეობის 47.1%.
სრულად ვაქცინირებულია 1 252 295 ადამიანი, რაც ზრდასრული ადამიანების
43.6%-ია.
საქართველოში ბუსტერ დოზით აცრილია 227 032 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 1554 აცრა.
მასალის გამოყენების პირობები