დღევანდელი მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 1716
ახალი შემთხვევა. აქედან, კახეთში დადასტურებულია 156 შემთხვევა, ხოლო
თბილისში- 672.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 16 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1551
პაციენტი.
სულ ჩატარებულია 19 857 ტესტი, მათ შორის, 17 226 ანტიგენ ტესტი და 2
631 PCR ტესტი.
დომინანტი კვლავ ომიკრონის B.A.2 შტამია.
რაც შეეხება ვაქცინაციას, 15 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2
834 936 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 354 081 ადამიანი, რაც ზრდასრულის
მოსახლეობის 47.1%- ია.
სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43.6% - 1 251 778
ადამიანი.
ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 226 180 ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები