ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის მიხედვით,
კითხვაზე: როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას? -
გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ - უარყოფითად. მთავრობის საქმიანობას
დადებითად აფასებს 39%, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო დანარჩენი არ
პასუხობს.
უმრავლესობა უკმაყოფილოა ინსტიტუტებითა და ლიდერებითაც.
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
გამოკითხულთა 35%, იგივე პროცენტი უკმაყოფილოა ცესკო-ს მუშაობით,
პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმიანობა არ მოსწონს 46%-ს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საქმიანობის უარყოფითი შეფასება
ბოლო 6 წელიწადში გასამმაგდა. გაუარესდა პრემიერ–მინისტრისა და
პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებებიც. ასევე კვლავაც დაბალია
პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასება.
გამოკითხული მოსახლეობის 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი
მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, მოსაზრებას, რომ
საკანონმდებლო ორგანო მთავრობის საქმიანობას ეფექტურად უწევს
ზედამხედველობას - არ იზიარებს 42%. 52%-ს არ სჯერა, რომ თუ
პარლმენტის წევრებს მის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ
ეტყვის, ისინი საკითხის გადასაჭრელად ნაბიჯებს გადადგამენ.
მოსაზრებას, რომ პარლამენტი მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტება
ყველაზე მეტი, 61% არ ეთნხმება.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს შორის
ჩატარებული 2 099 სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე. გამოკითხვის
საშუალო ცდომილება არის +/- 1.4%-ია.
კვლევა NDI-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC-საქართველომ, დიდი ბრიტანეთისა
და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის
დაფინანსებით.
მასალის გამოყენების პირობები