დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 4496 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 1 352,
იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98,
სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც:
4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 949, აჭარაში - 651, იმერეთში - 896. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 987 პირი, მათ შორის, თბილისში - 385, აჭარაში - 137,
იმერეთში - 258. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი,
მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 55, იმერეთში - 27. 2 061 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 658
- აჭარაში. 70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ
23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 25 299 პირი.
მასალის გამოყენების პირობები