დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 3742 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 903,
იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130,
სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც:
4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 010
პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, 1 746 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია
46 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები