დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 4797 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 1 184,
იმერეთი - 859, ქვემო ქართლი - 302, შიდა ქართლი - 429, გურია - 186,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი - 176,
სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც:
4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია
1 000 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, 1 896
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 51 517 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 43 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები