მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი
წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო
ვაქცინით აიცრება.
ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.
200-ლარიანი წახალისებით სარგებლობენ 50 წლის და ზევით ასაკის
ადამიანები იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით
აიცრებიან.
ასევე კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია,
შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური
რეჟიმი, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.
მასალის გამოყენების პირობები