იანვრიდან სკოლების დაფინანსების ახალი ვაუჩერული სისტემა ამოქმედდება
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის
ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ვაუჩერული დაფინანსება სკოლებში მოსწავლეთა რიცხვოვნობის მიხედვით
არის განსაზღვრული. ახალი ბრძანების თანახმად, ერთ მოსწავლეზე
გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი
ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8
კლასის ჩათვლით, (რომელთა მოსწავლეების რაოდენობაა 170-დან 205
მოსწავლის ჩათვლით), 516 ლარით განისაზღვრა. მანამდე კი, ეს თანხა 450
ლარს შეადგენდა.
იმ სკოლებში, სადაც 206-დან 299 მოსწავლეა, ერთი მოსწავლის ვაუჩერული
დაფინანსება 441 ლარის ნაცვლად 513 ლარით განისაზღვრა. სკოლა, სადაც
300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით სწავლობს, დაფინანსება 438-ის ნაცვლად
510 ლარით შეცვალა და ა.შ სკოლის კონტინგენტის შესაბამისად. იხილეთ
სრული ჩამონათვალი თქვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის
შესაბამისად.
ახალი დადგენილებით, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი
საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის განსხვავებული ტარიფი დაწესდა:
იქ, სადაც მოსწავლეების რაოდენობაა 170-დან 205 ჩათვლით, ვაუჩერი 708
ლარით განისაზღვრება. 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის – 705 ლარით და ა.შ. იხილეთ
დეტალურად სრული ჩამონათვალი თქვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის
შესაბამისად. სხვა ტარიფი მოქმედებს ასევე არაქართულენოვანი საჯარო
სკოლებისთვის/სექტორებისთვის.
უფრო მეტი დაფინანსება აქვთ საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის
მოსწავლეებს ყველა რეგიონში. მაგალითად, ქართულენოვანი საჯარო
სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269
მოსწავლეს, 567 ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული.
ახალი დადგენილება 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები