შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო
შსს- ინფორმაციით ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში,
დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 12 პირი დააკავეს.
კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული
საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. მიმდინარე
წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136
ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება
„ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3
კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის
ნარკოტიკები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. მნიშვნელოვნად გამკაცრდა
სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.
ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ
სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო
მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა
დადგინდა.
მასალის გამოყენების პირობები