სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატება - მიხეილ ჩხენკელი
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო
კაბინეტები დღეისათვის 648 დიდ კონტიგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს და
მიმდინარე თვეში კიდევ რამდენიმე დაემატება. ამის შესახებ განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, 648 სამედიცინო კაბინეტს, მიმდინარე თვეში,
კიდევ რამდენიმე დაემატება, 2022 წლის ბოლომდე კი ყველა სკოლა
უზრუნველყოფილი იქნება როგორ სამედიცინო კაბინეტებით, ასევე ექიმისა
და ექთანის მომსახურებით. ექიმის სტანდარტი კი ამ ეტაპზე დამტკიცების
ეტაპზეა და მას ახალი ფუნქცია დაემატება.
„სკოლის ექიმის ფუნქციას ემატება საგანმანათლებლო კომპონენტი. ექიმის
საათის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდებათ
ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე“, -განაცხადა მიხეილ
ჩხენკელმა.
მასალის გამოყენების პირობები