დღეს, პირველ ოქტომბერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე
დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც
საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის.
„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ
გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან,
მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ
სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი
არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი და თუ გადმოკვეთს
საზღვარს, მას დავაკავებთ,“ – ამბობს დარახველიძე.
მან მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებთან
დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები