ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისთვის რეკომენდაციებს 4 სექტემბრის შემდეგ გაცემს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის
დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა. როგორც
მან განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცემა 4
სექტემბრის შემდეგ შეეძლება.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და
ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს
ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, –
განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის
მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 676 ახალი
დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 30
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 4 119 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის –
10.4%
მასალის გამოყენების პირობები