თელავის ისტორიული ჭადარი მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლეს
თელავის სავიზიტო ბარათი, ისტორიული ჭადრის ხე მავნებლების
საწინააღმდეგო პრეპარატებით შეიწამლა.
სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,
,,პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში,,
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ,,BioAGRO,, და სურსათის
ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეასრულეს.
მეცნიერების განცხადებით, უახლოეს მომავალში 900 წლოვან ჭადარს კიდევ
ერთი წამლობა ჩაუტარდება, რაც მავნე ორგანიზმების განადგურებას და ხის
გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები