რა უფინანსდებათ პენსიონერებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით
გაგაცნობთ სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საპენსიო
ასაკისთვის დაფინანსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას.
მომსახურების მიღება ფინანსდება მხოლოდ იმ ამბულატორიაში ან
პოლიკლინიკაში, სადაც მოქალაქეა რეგისტრირებული.
საპენსიო ასაკის პირებისთვის უფასოა: ოჯახის ექიმის ამბულატორიული
მომსახურება, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების
შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და
მართვა, საჭიროების შემთხვევაში კი, მომსახურება ბინაზე კომპენტენციის
ფარგლებში ოჯახის, ან სოფლის, ან უბნის ექიმის დანიშნულებით.
ექიმ-სპეციალისტების მიერ მოწოდებული ამბულატორიული მომსახურება,
კერძოდ: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,
ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი.
ასევე ექიმის დანიშნულებით ამბულატორიის დონეზე ფინანსდება
ინსტრუმენტული გამოკვლევები. კერძოდ: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის
მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს
ორგანოების ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია,
ძვლების რენტგენოგრაფია. ამასთან, კომპიუტერული ტომოგრაფია
სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის 90%-ით ფინანსდება.
საპენსიო ასაკის ვეტერანებისთვის ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო
პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა სრულად იფარება.გარდა
ზემოაღნიშნულისა სახელმწიფო სრულად აფინანსებს ექიმის დანიშნულებით
ამბულატორიულ დონეზე ჩატარებულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს,
კერძოდ:
სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინის,
ჰემოგლობინის ან/და ქოლესტერინის მაჩვენებლის განსაზღვრა,
პროთრომბინის დრო (NR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ALT, AST,
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH, განავლის ანალიზის ფარულ
სისხლდენაზე, შარდში ლიპიდების განსაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები