გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და
ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, ასევე, ანთოკში,
მანავსა და ნინოწმინდის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი
დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული რცხილას, იფნის,
წიფლისა და მუხის სახეობის - ჯამში - 9 მ3-მდე მეორე ხარისხის მერქნის
ტრანსპორტირებას. ხოლო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს მიმდებარედ, მოქალაქეებს
უკანონოდ გადაჰქონდათ 3 მ3 რცხილასა და 0.5 მ3 აკაციის სახეობის მეორე
ხარისხის ხე-ტყე.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის
უწყებას გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები