შსს-მ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 793 პირი დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის
განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი
გამოავლინეს.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24
საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)
-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და
კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და
ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000
ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი
ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“ –
ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები