კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2021 წელსაც გაგრძელდება- ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, კომუნალური
გადასახადების სუბსიდირება მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, ეს პროგრამა დაიწყო და
გაგრძელდება მომავალ წელს, ეს არის კომუნალური გადასახადების
სუბსიდირება. კარგი პაკეტია დახმარების, ფარავს 4 თვეს - ნოემბერი,
დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს იქნება
საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი
ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, - განაცხადა
მან.
მისივე თქმით, პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია.
მასალის გამოყენების პირობები