დღეს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონს" მარდალეიშვილის
სამედიცინო ცენტრის ონკო ქირურგები სტუმრობდნენ.
"კახეთი იონი" ონკოლოგიური განყოფილების და მარდალეიშვილის სამედიცინო
ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმღვანელის ნია
შარიქაძის განმარტებით, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო.
"სტუმრად იმყოფებოდა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური
გუნდი. მათი მიზანია "კახეთი იონის" ონკოლოგიურ განყოფილებასთან
მჭიდრო თანამშრომლობა და შემდგომში ერთობლივი გეგმების განხორციელება,
რაც შედეგად გულისხმობს კახეთის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის
მომსახურების მიწოდებას. პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე
მიიღონ ისეთივე საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა, უსაფრთხო და
წარმატებული, როგორიც ეს დედაქალაქში ან სხვა ქვეყანაშია. მსოფლიოში
ონკოლოგიური პაციენტი გუნდის მიერ იმართება და ჩვენ გვინდა რეგიონის
მაგალითზე "კახეთი იონში" განვახორციელოთ ასეთი გუნდური მუშაობის
პრინციპი.
შემდგომი ეტაპი უკვე კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციის მკურნალობის
სქემების და პაციენტის ერთობლივი მართვის დაგეგმვა იქნება. ვიზიტები
რეგულარულად მოხდება და მოსახლეობა ადგილზე მიიღებს სრულფასოვან
მომსახურებას. უახლოეს მომავალში უკვე ჩამოვლენ ამავე ცენტრის
ფარისებრი ჯირკვლის მართვის სპეციალისტები: თავკისრის ონკოლოგი,
ენდოკრინოლოგი, ულტრაბგერის სპეციალისტი, ციტოლოგი და ა.შ."
"კახეთი იონის" გენერალური დირექტორის თამარ ცანკაშვილის თქმით,
სტუმრებმა სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს და მკურნალობის
შესაძლებლობებს გაეცნენ.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, კიდევ ერთი ურთიერთობის
ჩამოყალიბება მარდალეიშვილის კლინიკის მედპერსონალთან. სამომავლოდ,
ონკოლოგიური დეპარტამენტის გაძლიერების მიზნით, ვგეგმავთ მათთან
ურთიერთთანამშრომლობას. აქ ყველაზე მნიშნელოვანია ნია შარიქაძის
ფაქტორი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენს კლინიკასთან
თანამშრომლობს."
შეხვედრას ონკოქირურგებთან ერთად „კახეთი-იონის“ ექიმი და ვიცე
პრეზიდენტი ჟაკ სიმარი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები