არჩევნები 2017
გენდერული დისბალანსი კახეთის პოლიტიკურ სპექტრში
საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების სიაშიაა, სადაც გენდერული დისბალანსი დღემდე არსებობს, ეს სხვაობა განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრში შეიმჩნევა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატ ქალთა წილი საკმაოდ მცირეა, კეროდ – 16,30 %.

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების უახლოეს ისტორიასა და მასთან ქალების კავშირს, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს დავინახავთ:
2007 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით აღინიშნებოდა, რამაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, იმ რეფერენდუმთან ერთად, რომელშიც დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა გამოხატა ნება, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო.
ქვეყანამ დაძაბული არჩევნების ორი ტალღა გადაიტანა. ორივე წინასაარჩევნო პერიოდიც დაძაბული იყო, რადგან არჩევნების წინა მოვლენებმა, საკანონმდებლო ცვლილებებმა და საარჩევნო დაპირებებმა, ძლიერი გავლენა იქონიეს არჩევნების დღის შედეგებზე.

არჩევნებამდე პერიოდში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ უპირატესად პარლამენტში ქალები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.
საპრეზიდენტო არჩევნები, არ გამოირჩეოდა გენდერულ საკითხთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ან ფაქტით. წინასაარჩევნო პოლიტიკურმა მოვლენებმა ამომრჩევლების მწვავე პოლარიზაცია გამოიწვია ორ ძლიერ საპრეზიდენტო კანდიდატს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ- მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციის ერთობლივი საარჩევნო ბლოკის ლიდერ- ლევან გაჩეჩილაძეს შორის.
შვიდ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, მხოლოდ ერთი იყო ქალი – პოლიტიკური პარტია „იმედის“ კანდიდატი ირინა სარიშვილი, რომელმაც ყველაზე ცოტა ხმა – 0.16% მიიღო.

რაც უფრო გავლენიანი და ძლიერია პოლიტიკური პარტია, მით უფრო ნაკლები ქალია წარმოდგენილი საპასუხისმგებლო პოზიციაზე და უფრო სუსტია ქალების გავლენა პოლიტიკურ სპექტრზე. პარტიის მართვის ძირითადი მექანიზმები პარტიის მამაკაცი წევრების ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის 30% ქალია, მათი წილი პარტიების გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში ძალიან მცირეა. ქალები შედარებით დაბალ პოზიციებზე საქმიანობენ, ისეთივეზე, როგორიც პარტიის საარჩევნო სიებში უკავიათ.

მართალია, ქვეყანა განვითარებისა და გენდერული დისბალიანსისკენ ისწრაფვის, მაგრამ ქალები საბოოლოოდ მაინც იჩაქრებიან, გამონაკლისს არც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებზე მერის სტატუსისთვის კახეთის 8 მუნიციპალიტეტში კენჭს 53 კანდიდატი იყრის. კანდიდატებიდან 9 ქალია. ჯამში, რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიის მიერ 52 კანდიდატი დასახელდა, საინიციატივო ჯგუფის მიერ კი მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი.

მმართველმა გუნდმა კანდიდატები ოფიციალურად 5 სექტემბერს წარადგინა. თუმცა კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში არცერთი ქალი კანდიდატი არ დაუსახელებია.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, გურჯაანში – 3 ქალი კანდიდატია წარდგენილი – მათ შორის, „ლეიბორისტებიდან“ შორენა ძამუკაშვილი, პარტია „საქართველოდან“ – მთვარისა ბუიღლიშვილი, ხოლო „ახალი საქართველოდან“ – დარეჯან მაჭავარიანი.
თელავში გურჯაანის მსგავსად, 10 კანდიდატი იბრძოლებს მერობის მანდადიტის მოსაპოვებლად და აქაც სამი ქალი კანდიდატი დასახელდა. „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა- ლელა მენთეშაშვილი, ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა, ფიქრია შაბურიშვილი, ხოლო, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა გუნდმა – თამარ ლამაზოშვილი.

ახმეტაში მერობის პრეტენდენტი მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატია – „პატრიოტების“ წარმომადგენელი და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი-, თინათინ მოზაიძე.

ქალაქ სიღნაღში, ასევე ერთი ქალი კანდიდატს ხვდა წილად მერობის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საჯარო რეესტრის სიღნაღის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნონა ნინიაშვილი დასახელდა , რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ აღადგინა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არასრუწლოვანი შვილისთვის მემკვიდრეობით კუთვნილი ქონების გაფორმება გახდა. საჯარო რეესტრში 12-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან გაგდების მიზეზად სტრუქტურისთვის ღირსების შელახვა დაასახელეს. ორი ინსტანციის სასამართლომ ნონა ნინიაშვილი გაამართლა და საჯარო რეესტრს მისი სამსახურში აღდგენის ვალდებულება დააკისრა.

ყვარლში საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” თამარა ჰოვსეპიანი წარადგინეს
საგარეჯოში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში არცერთი ქალი კანდიდატი არ წარუდგენიათ.

არასამთავრებო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელის ანა არგანაშვილს განმარტებით, პრობლემას ქმნის მენტალობა და საკანმდებლობო ბაზაც:
-„რეალური მიზეზი, რის გამოც, პოლიტიკური პარტიები ქალებს არ აძლევენ საშუალებას გახდნენ გადაწყვეტილების მიმღები, არის ძალაუფლების განაწილება კაცების სასარგებლოდ, მასკულინური კულტურა და ამავე დროს გენდერულად ნეიტრალური საკანონმდებლო ბაზა.
რეალურად, ყველამ იცის, რომ ქალები ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ პოლიტიკური კამპანიების დროს, თუმცა, აშკარაა, რომ ამ საქმის სანაცვლოდ არ სურს გადაწყვეტილების მიმღებ კაცებს თავისი პრივილეგიების დათმობა.
ამავე დროს საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი სტერეოტიპები, სწორედ ამ გენდერული უთანასწორობის გასამყარებლად მუშაობს, კერძოდ, ამ სტერეოტიპების მიხედვით, ქალები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და კაცები იღებენ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, ისტორიული უთანასწორობის აღმოფხვრა, ბუნებრივია ვერ მოხდება ისეთი კანონით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულად ქმნის თანასწორობის შესაძლებლობას. ქალს კანონი ეუბნება, რომ თანასწორი უფლებები აქვს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომ ქალს უთანასწორო რესურსები აქვს. შესაბამისად, საჭიროა იმგვარი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ერთი მხრივ, ქალების მიერ აღებულ ტვირთს, მაგალითად, ბავშვის მოვლის კუთხით კაცებსაც გაუნაწილებს თანაბრად ვალდებულებას და ამავე დროს, დროებითი ღონისძიების სახით დაადგენს სავალდებულო კვოტირების სისტემას“.

მარიამ კვაჭაძე

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.