არჩევნები 2016
გურჯაანის დეპუტატობის კანდიდატების დებატები [Photo]

საგარეჯოს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
ეკონომიკური განვითარების პროექტები, დასაქმება, შრომითი უფლებები და საგარეო პოლიტიკა- ეს ის საკითხებია, რომლის ირგვლივაც კანდიდატებმა მოწვეული ფასილიტატორის ზურა მირზიკაშვილის დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

დებატებში მონაწილეობის შეთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ცხრა კანდიდატმა მიიღო, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ სამი გამოცხადდა. „პატრიოტთა ალიანსიდან“ ნათია გიორგაძე, ”ეროვნული ფორუმიდან“ ბესარიონ ჩუგოშვილი და „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“- გიორგი ხაზიური.

-„შეხვედრის მიზანია, რომ მოსახლეობას საშუალება მიეცეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ხედვებს გაეცნოს. მივესალმებით, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში და მხოლოდ ქუჩის აქციებით არ შემოიფარგლონ. მსგავსი ტიპის შეხვედრებზე შესაძლებლობა გვაქვს დავუსვათ კითხვები მათი კომპეტენციის ფარგლებში. ზოგადად, ხშირად ისეთ დაპირებებს ვისმენთ, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. ამ შეხვედრებისას ეს მინიმუმამდეა დაყვანილი.“ -აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კახეთის რეგიონალულმა კოორდინატორმა ზურა მირზიკაშვილმა.

შეხვედრა საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

„ამ დებატების მიზანი ისაა, რომ მაჟორიტარმა კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობასა და მედიას. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“- განმარტა საგარეჯოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორმა ქეთი სიბაშვილმა.

დებატების ფორმატით, კანდიდატებს ზემოთ აღნიშნულ თითოეულ საკითხზე სასაუბროდ ხუთი წუთი ჰქონდათ.

„მსგავსი შეხვედრები სასიამოვნოა იმიტომ, რომ თავს იყრიან ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ აზრთა გაზიარება მაღალ დონეზე ხდება. ჩვენ ვართ „ეროვნული ფორუმი“, ეროვნული ძალა, ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ, იქით რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.“- განაცხადა „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატმა ბესარიონ ჩუგოშვილმა.

მეორე ბლოკში კითხვის დასმის საშაულება დამსწრე საზოგადოებასაც მიეცა.
„ძალიან პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე. უკეთესი იქნებოდა ყოფილი და არსებული ხელისუფლების კანდიდატებსაც მიეღოთ მონაწილეობა. ფაქტობრივად, ჩევნ საქმე მათთან გვაქვს. ჩვენი პრობლემა ძირითადად ის არის, თუ რა მდგომარეობაშია ხალხი და ეს ვისი ბრალია.“- აღნიშნა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა გიორგი ხაზიურმა.

სამივე კანდიდატისთვის პრიორიტეტული სოციალური, ინფრასტრუქტურული საკითხები, და უმუშევრობაა.
„შეხვედრა ნამდვილად კარგი იყო, პროდუქტიული და მრავლისმომცველი, ამიტომაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდ პატივს ვცემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს“, მათ ფილიალი აქვთ თელავშიც, სადაც ხშირად მიწევს ტრენინგებზე სიარული“- გვითხრა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა ნათია გიორგაძემ.

დებატებს არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.