დავით სონღულაშვილი - სოციალური დახმარების გაცემის ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება
27 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესტუმრა.
მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის
ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დავით სონღულაშვილთან ერთად
რამდენიმე შეხვედრა გამართა.
მინისტრმა სოფელ ჩუმლაყის და გურჯაანის მოსახლეობასთან და
მუნიციპალიტეტის მედიკოსებთან გამართა შეხვედრები.
პირველი შეხვედრა სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე გაიმართა. დავით სერგეენკომ ადგილობრივებს ის ძირითადი
პროექტები გააცნო, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო 4 წელია
ახორციელებს და რაც მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მინისტრმა ძირითადი
აქცენტი სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებასა და ცეჰეპატიტის
ელიმინაციის პროექტზე გააკეთა. მისი თქმით, ცე ჰეპატიტისპროექტი
უნიკალურია თავისი არსით, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა,
რომელიც ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო სრულიად აფინანსებს.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხი ხელახლა შესასწავლია, რადგან
სისტემის მუშაობისას სერიოზული ხარვეზები იკვეთება.
-„შეხვედრებზე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე და
მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ პრობლემებზეც. ძირითადად,
სოციალური დახმარების გაცემის სისტემაზე და ხარვეზებზე. დავით
სერგეენკოს დაპირებაა, რომ სოციალური დახმარების გაცემის სისტემა
მაქსიმალურად დაიხვეწება და ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება,“-
განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რიგით მეორეშე ხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა გურჯაანის მაჟორიტარობის
კანდიდატთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამედიცინო საზოგადოებასთან
გამართა. დისკუსია სოფლებში მდებარე ამბულატორიების სტატუსების
განსაზღვრას, კომუნალური გადასახადების გადახდის პირობებს, უწყვეტი
სამედიცინო განათლების, სოფლის ამბულატორიების ინვენტარით აღჭურვასა
და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას შეეხო.
დღის ბოლოს დავით სერგენკომ და დავით სონღულაშვილმა, ქალაქის ცენტრში
მდებარე სკვერ „ბებოს ბაღში“ შეკრებილ მოსახლეობასთან გამართეს
შეხვედრები. მინისტრმა გურჯაანელებს სიტყვით მიმართა და ჯანდაცვის
სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მან აგრეთვე მოსახლეობის
ყველა მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა და დავით სონღულაშვილის
მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
-„გურჯაანს პარლამენტში სჭირდება ისეთი გამოცდილი პიროვნება, როგორიც
დავით სონღულაშვილია ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც მეტად იზრუნებს
გურჯაანელებზე და ვისთანაც თანამშრომლობა კონსტრუქციულად წარიმართება.
დავით სონღულაშვილი კი სწორედ ასეთ ადამიანად მიმაჩნია“ - აღნიშნა
სერგეენკომ.
[R]
მასალის გამოყენების პირობები