არჩევნები 2016
გაუქმებული სკოლა – ინტერნატის მოსწავლეები გურჯაანის ამომრჩეველთა სიაში არიან
უზუსტობები ერთიან საარჩევნო სიაში ყოველი არჩევნების წინ აქტუალურია. ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველი საუბნო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გივი ქიტოშვილის თქმით, რამდენიმე სახის ხარვეზი მათ უბანზეც დაფიქსირდა.


„პირველად სიებში სამი ადამიანი იყო გამორჩენილი. დაწერეს განცხადება და საოლქოს გადავაწოდეთ, რომ 8 ოქტომბრისთვის დაზუსტებულ სიებში შეიყვანონ. ასევე აღმოჩნდა სამი გარდაცვლილი, ალბათ, მათი მონაცემების შესწორება საჯარო რეესტრმა ვერ მოასწრო. უბანზე 40- დან 50 -მდე საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველიც ფიქსირდება. მათი დაზუსტების და მონაცემების მიწოდების ვადა 5 ოქტომბრამდე გვაქვს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თუ ვინმე შემოვა და დაწერს განცხადებას, მივაწვდით საოლქოს და სიაში შეიტანენ.“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სიაში აღმოჩნდნენ ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც უკვე წლებია, მოცემულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ.
„პირადობების მოწმობის აღების უფასო აქცია რომ იყო, ბევრმა შეიცვალა მისამართი და სხვაგან ჩაეწერა. არის კიდევ ისეთი შემთხვევები, როდესაც ბინა დიდი ხნის გაყიდულია, მაგრამ მფლობელები ძველ მისამართზე წერიან. ასეთი შემთხვევები, განსაკუთრებით, კორპუსებში გვხვდება. ჩვენ მათ ავუხსენით, მისულიყვნენ საჯარო რეესტრში, დაეწერათ განცხადება და ყოფილ მეპატრონეს შეუჩერდებოდა რეგისტრაცია. ასეთი ორი შემთხვევა გვქონდა.“
გივი ქიტოშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარათი ყველასთან მიიტანეს, თუმცა ხარვეზების აღმოსაფხვრელად თვითონ ამომრჩეველი არ აქტიურობს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ამომრჩეველთა სიებში უზუსტობები მართლაც აღინიშნება, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.
„ უზუსტობების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. როდესაც ადამიანები საცხოვრებელს იცვლიან, ახალ მისამართზე არ რეგისტრირდებიან, შესაბამისად, ბაზებში ძველი მონაცემები რჩება. ასევე ვიცით, რომ საარჩევნო უბნების ახალი გადანაწილება მოხდა. ადამიანები, რომლებიც ადრე სხვა უბანზე აძლევდნენ ხმას, ახლა სხვაგან ფიქსირდებიან. ზოგადად, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. თუ ტენდენციას შევხედავთ, დავინახავთ, რომ საგრძნობლად შემცირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც წლიდან წლამდე ადამიანი თავის თავს საარჩევნო სიაში ვერ ნახულობდა. თუ პიროვნება სიაში არ აღმოჩნდება, თვითონ კომისიის წევრები არიან ვალდებულები, გადაამისამართონ სხვა უბანზე და გარკვეული კონსულტაციებიც გაუწიონ. მთავარია, ასეთი შემთხვევა ბევრი არ იყოს და არჩევნების მიმართ სანდოობა არ შემცირდეს.“-განმარტა მან.

მსგავსი პრობლემა აღმოჩნდა, გურჯაანის ნომერ მეხუთე საარჩევნო უბანზე. კომისიის თავმჯდომარის, ნაირა მეფარიძის თქმით, ბარათების დარიგების დროს, ისეთი მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც წლებია აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ.
„ჯაჯანაშვილი მაყვალა, ჟორჟოლაძე თემური, გელაშვილი ლევანი, გორხელაშვილი მაყვალა, ყალაბეგაშვილი გოჩა, წლებია აქ აღარ ცხოვრობენ. იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც მეზობლები საერთოდ ვერ იცნობენ. მაგალითად, აბესაძე მაყვალა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბინა გაყიდა, თვითონ კალაურში ცხოვრობს, მაგრამ აქ არის ჩაწერილი. ასევე გურჯაანის სპეც. სკოლა- ინტერნატის 14 მოსწავლე: ფიფია, ფუტულოვი და ა.შ. რეგისტრირებული არიან ამ უბანზე. ისინი სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ, ქალაქ გურჯაანთან არანაირი შეხება არ აქვთ. მათი მონაცემები წინა არჩევნებზეც გადავაწოდეთ საოლქოს, მაგრამ ისევ ფიქსირდებიან ამომრჩევლებად.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, უზუსტობების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდოს.
„როგორც თქვენ ამბობთ, ერთ-ერთ სარჩევნო უბანზე 14 ბავშვია რეგისტრირებული, სინამდვილეში კი, იქ საერთოდ არ ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რის შემდეგაც, სიები განახლდება. ჩვენ გვქონდა იდეა, რომ სიები ბიომეტრიული ყოფილიყო. ბოლო არჩევნებზე, ფოტოსურათი დაამატეს, მაგრამ რეალურად, ეს არ არის ბიომეტრიული სია. ამისთვის მხოლოდ ფოტოსურათის დამატება საკმარისი არ არის. სასურველია, სხვა მონაცემებიც იყოს. მაგალითად, თითის ანაბეჭდი ან სხვა რამ. მთავარი პრობლემა ე.წ. „კარუსელია“, რომელიც საარჩევნო უბნებთან ხდებოდა. სიაში რომ მიცვალებული აღმოჩნდა, დიდ პრობლემას არ ქმნის, ის ხომ მაინც ვერ მივა არჩევნებზე და რეალურად გაყალბებაც არ მოხდება.“-აღნიშნა მან.

მარინა ბეროშვილი


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.